გოეთეს სახელმწიფო საქმიანობა მის შემოქმედებით განვითარებას არსებითად ზღუდავდა. ამიტომ მან ჰერცოგ კარლ აუგუსტისგან უვადო შვებულება მიიღო და 1786 წელს იტალიაში გაემგზავრა. ის ამ მოგზაურობაზე იმდენად დიდ იმედებს ამყარებდა, რომ რომიდან დედისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავდა, აქედან სულ სხვა ადამიანად ჩამოვალო. აღნიშნული წერილი მეორე სართულზე განლაგებული, იტალიაში მოგზაურობისადმი მიძღვნილი დარბაზის ერთ ვიტრინაშია დაცული.

აქვეა მოთავსებული გოეთეს ხელნაწერი მეხუთე რომაული ელეგიისა, რომელიც მან ფრითც იაკობს უსახსოვრა და რომელშიც ნათლად სჩანს, თუ როგორ მონუსხა გოეთე რომის კლასიკურობამ. რომში იმხანად მყოფი გერმანელი ხელოვანების წრეში მოხვედრამ გოეთეს ანტიკური ხანისადმი ინტერესი გაუღვივა.

მხატვარ ფრიდრიჰ ბურის მიერ შესრულებული სურათი კარგად გვიხატავს იმას, თუ როგორ პოულობდა გოეთე ამ წრესთან ურთიერთობის საფუძველზე საკუთარ კლასიკურ ნორმებს. მის პირველსა და მეორე ვიზიტს რომში სამი დარბაზი ეთმობა, აქვეა გაშუქებული სიცილიაში მოგზაურობის თემატიკაც.


© გოეთეს მუზეუმი ანტონ-და
კატარინა-კიპენბერგების-ფონდი
იაკობის ქუჩა 2, 40221 დიუსელდორფი, ტელ. (0211) 89-9 62 62

სამუშაო საათები:
სამშაბათიდან პარასკევამდე და კვირას 11-დან 17 საათამდე
შაბათს 13-დან 17 საათამდე