1772 წელს გოეთე ფრანკფურტიდან ვეცლარში გადავიდა სამუშაოდ. სწორედ იქ გატარებულ წლებს უკავშირდება ორი წლის შემდეგ გამოქვეყნებული რომანი „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“. „გეთც ფონ ბერლიჰინგენის“ შემდგომ, რომელიც გოეთეს მუზეუმში ცალკეული სიუჟეტების ხელნაწერების სახითაა დაცული, ვერთერი ახალგაზრდა მწერლის ის ნაწარმოებია, რომელმაც მას, არა მარტო გერმანიაში, არამედ მთელს ევროპაში გაუთქვა სახელი.

ერთი საგამოფენო დარბაზი ვერთერის თემას ეთმობა. დარბაზში გამოფენილია რომანის პერსონაჟების ისტორიული პირების სურათები და ხელნაწერები, ასევე მისი პირველი გამოცემა და 1824 წელს გამოსული საიუბილეო გამოცემა, რომელსაც ერთვის გოეთესეული მიძღვნა შარლოტე შტაინისადმი.

რომანის პრობლემას მის შესახებ შედგენილი სადისკუსიო წერილები აშუქებენ. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლენცის წერილს „ახალგაზრდა ვერთერის მორალურობის შესახებ“. რომანში მოთხრობილი სასიყვარულო ისტორიისადმი თანამედროვეების ცხოველ ინტერესს გამოხატავენ კედელზე განთავსებული ილუსტრაციები და აგრეთვე ვერთერის ერთ-ერთი ენთუზიასტის დაკვეთით მაისენის ფაიფურის ფაბრიკაში დამზადებული ფინჯანი ლოტესა და ვერთერის გამოსახულებებით.


© გოეთეს მუზეუმი ანტონ-და
კატარინა-კიპენბერგების-ფონდი
იაკობის ქუჩა 2, 40221 დიუსელდორფი, ტელ. (0211) 89-9 62 62

სამუშაო საათები:
სამშაბათიდან პარასკევამდე და კვირას 11-დან 17 საათამდე
შაბათს 13-დან 17 საათამდე